ბუდუ ზივზივაძე დინამოში დაბრუნდა. 23 წლის ფორვარდი დანიური ესბიერგის კუთვნილებაა და თბილისურ გუნდში ერთწლიანი იჯარით იასპარეზებს. ბუდუმ გასული 2017 წელი სწორედ სკანდინავიურ გუნდში გაატარა, დანიაში წასვლამდე კი საქართველოს ჩემპიონი, ეროვნული პირველობის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. ბუდუ ესბიერგში ჩარიცხვამდე სამტრედიასა და ტორპედოში გამოდიოდა. 2011-2014 წლებში კი დინამოში თამაშობდა.