დღეს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა ტორპედომ დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, კარისკენ პირველი დარტყმა კი მასპინძლებმა განახორციელეს, გრიგოლ დოლიძის დარტყმული დიდი მანძილით აცდა სტუმართა კარს. საპასუხოდ ლაშა სალუქვაძის აქტიურობაა აღსანიშნავია, მისი თავურიც არაზუსტი გამოდგა. მე- 12 წუთზე ლაშა თოთაძემ ჩამოაწოდა მარჯვენა ფრთიდან საჯარიმო, დასწრებაზე გიორგი ზარიამ ითამაშა, ბურთი სანტიმეტრებში აცდა როინ კვასხვაძის კარს. საპასუხოდ კი სერგი ლიტოვჩენკომ კუთხურზე უკუაგდო გრიგოლ დოლიძის ძლიერად დარტყმული ბურთი. 22- ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ ხელსაყრელი სიტუაციიდან არაზუსტად დაარტყა. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ და ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. მატჩის 38- ე წუთზე ლიტოვჩენკომ იხსნა სტუმართა კარი. ჩვენი გუნდის კიპერმა გრიგოლ დოლიძის ახლო მანძლიდიან ძლიერად დარტყმული მოიგერია. პირველ ტაიმში მეტი სახიფათო მომენტი აღარ ყოფილა. მეორე ნახევარი პირველის დარად აქტიურად გაგრძელდა. რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა, თუმცა გრიგოლ დოლიძის და აკაკი შულაიას სწრაფი სეტევებია აღსანიშნავი. 72- ე წუთზე ლიტოვჩენკომ კიდევ ერთხელ იყოჩაღა, როდესაც გუგა ფალავანდიშვილის ძლიერად დარტყმული მოიგერია, საპასუხოდ კი ბექა ქავთარაძემ ვერ შეძლო შეხვედრაში ყველაზე რეალური საგოლე მომენტის გამოყენება, მისი ახლო მანძილიდან დარტყმული გურულს მოხვდა. შეხვედრის 83- ე წუთზე მასპინძელტა კარი მიჯრით ორჯერ გადაურჩა გოლს. ჯერ კვასხვაძემ მოიგერია ლაშა ქოჩლაძის ძლიერად დარტყმული, დამატებაზე კი ქავთარაძის გასროლილი სანტიმეტრებით აცდა ტორპედოს კარს. შემდეგ ლაშა თოთაძის დარტყმულმა ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა ქუთაისელთა კარს. მატჩის 90 წუთი ესეც დასრულდა. ეხტრა ტაიმის პირველივე წუთზე კი გრიგოლ დოლიძემ რეალური შანსი ვერ გამოიყენა და არაზუსტად დაარტყა. მეორე დამატებითი ტაიმი უფრო დაბალ ტემპში წარიმართა და ფეხბურთელებს დაღლა დაეტყო. საბოლოოდ პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც ტორპედო უფრო ზუსტი გამოდგა და მასპინძლებმა 5:4 იმარჯვეს. დინამო მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს ბათუმის დინამოს წინააღმდეგ ჩაატარებს.
ტორპედო 0:0 (5:4 პენ) დინამო
პენალტების სერია: 0:1 კიტეიშვილი, 1:1 კუტალია, 1:2 გეგეჭკორი, 2:2 კუხიანიძე, 2:2 შულაია, 3:2 ბაბუნაშვილი, 3:3 ქავთარაძე, 3:3 გურული, 3:4 თოთაძე, 4:4 დოლიძე, 4:4 კობოური, 5:4 ტაბატაძე
გაფრთხილება: ხურცილავა 17’ კობოური 35’ ზარია 47’ ფალავანდიშვილი 52’ კვასხვაძე 71’ შულაია 90+2’ გიგაური 120’
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, მამასახლისი (გიგაური 80), კაპანაძე (ბერიაშვილი 74), კუხიანიძე, ფალავანდიშვილი (ბაბუნაშვილი 105), გურული, კუტალია, დოლიძე, ქიმაძე
დინამო: ლიტოვჩენკო, გეგეჭკორი, სალუქვაძე, თოთაძე, კობოური, ქარდავა, ზარია (ქოჩლაძე 68), კიტეიშვილი, შულაია, მიქელთაძე (კვარაცხელია 62), ქავთარაძე
მსაჯი: გ. ვადაჭკორია