ხვალ 1 ნოემბერს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი საქართველოს თასის ნახევარფინალს უმასპინძლებს. დავით ყიფიანის ტროფეის მოქმედი მფლობელი და თასის გათამაშების რეკორდსმენს მიიღებს. მორიგი ქართული დერბი 19.00 საათზე დაიწყება.
ნახევარფინალამდე დინამო თბილისმა გათამაშების 1/16 ფინალში ბაჩანა არაბულის დუბლით მარნეულის ალგეთი 2:0 დაამარცხა. იმავე ანგარიშიტ იმარჯვეს თბილისელებმა 1/8 ფინალში წყალტუბოს სამგურალთან. გოლები ბექა მიქელთაძემ და ბაჩანა არაბულმა გაიტანეს. მეოთხედფინალში დინამო რუსთავს დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლბის გარეშე დასრულდა, მატჩისშემდგომი პენალტების სერია კი ჩვენი გუნდისთვის გამოდგა წარმატებული და დინამომ 3:0 იმარჯვა. ტორპედომ ნახევარფინალამდე ჯერ თერჯოლის საპოვნელას აჯობა 2:0. გოლები ნიკა საბანაძემ და გიორგი ქიმაძემ გაიტანეს. ქუთაისელებმა შემდეგ იმავე ანგარიშით სამტრედია დაამარცხეს. გოლები ამჯერად გიორგი კუხიანიძის და ბექა ტუღუშის ანგარიშზეა. მეოთხედფინალში ტორპედო თბილისის შევარდენს შეხვდა და ლევან კუტალიასა და ბექა ტუღუშის გოლებით 2:1 იმარჯვა.
საქართველოს თასის გათამაშების ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს ათჯერ დაუპირისპირდნენ, თბილისელები კი პირველად შარშან დამარცხდნენ. ამის წილ სტატისტიკა დინამოს 6 მოგება და 3 ფრეა, გატანილი და გაშებული ბურთების ბალანსია 17/8 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. პირველად დინამო და ტორპედო 1992 წლის 29 აპრილს შეხვდნენ. ნახევარფინალური მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები ქუთაისელებს გელა ინალიშვილმა და კახი კაჭარავამ გაუტანეს. საპასუხო პაექრობა ქუთაისში ფრედ 1:1 დამთავრდა, გოლი კი შოთა არველაძის ანგარიშზეა. მომდევნო წელს მტკვრისპირელები და რიონისპირელები ისევ ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. 6 მაისს თბილისში შოთა არველაძის ჰეთ თრიქით დინამომ 3:0 იმარჯვა, ხოლო 14 მაისს ქუთაისში თბილისელებმა 3:1 მოიგეს. არჩილ არველაძემ ორი გოლი გაუტანა მასპინძლებს, ერთი ზუსტი დარტყმაც შოთა არველაძის ანგარიშზეა. ნახევარფინალურ სტადიაზე გაიმართა 2000 წელს ჩატარებული შეხვედრებიც. ორივე პაექრობა ფრედ დასრულდა. 2 მაისს თბილისში 1:1 (ვალტერ გუჩუას გოლით), 9 მაისს კი ქუთაისში უგოლოდ 0:0. თასზე მორიგი ქართული დერბი 2004 წლის 26 მაისს შედგა. ყიფიანის სახელობის ტიტულის ფინალში, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა თბილისელებმა ქუთაისელებს 2:1 აჯობეს. გადამწყვეტ შეხვედრაში გოლები შოთა კაშიამ და ლევან სილაგაძემ გაიტანეს. თასზე მომდევნო ქართული დერბი 2015 წელს მეოთხედფინალურ სტადიაზე გაიმართა. 2 დეკემბერს მტკვრისპირელებმა ქუთაისში გიორგი ქვილითაიას ზუსტი თამაშით 1:0 მოიგეს, ხოლო 16 დეკემბერს დინამო არენაზე გიორგი ქვილითაიას და მათე ცინცაძის შედეგიანი თამაშით დინამომ 2:1 აჯობა რიონისპირელებს. ბოლო სათასო დაპირისპირება ტრადიციულ მეტოქეებს შორის 2016 წელს დინამო არენაზე შედგა. 2 ნოემბერს ჩატარებული ნახევარფინალი ქუთაისელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა (პირველად თასზე). შეხვედრაში დუბლი ჯაბა ჯიღაურმა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მიჯრით მესამე სეზონია რაც ეს გუნდები თასზე ხვდებიან ერთმანეთს.
ხვალინდელ შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია გაუძღვება. მას ასისტენტობას ლ. ვარამიშვილი და ზ. მენთეშაშვილი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები დ. სანოძე და გ. ვარდიძე იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი შ. ქუხილავა შეასრულებს. დისკვალიფიკაციის გამო ნახევარფინალს ტორპედოელი ბექა ტუღუში გამოტოვებს.