• Geo
  • Eng
31.10.2017
ლევან გეგეჭკორი ეროვნულ ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრები 10 და 13 ნოემბერს, შესაბამისად გორში და ქუთაისში, ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 10 ნოემბერს ჯვაროსნები კვიპროსს უმასპინძლებენ, ხოლო 13- ში ბელარუსს მიიღებენ. აღნიშნული მატჩებისთვის ვლადიმირ ვაისმა სანაკრებო შემადგენლობაში დინამო თბილისიდან მარჯვენა მცველი - ლევან გეგეჭკორი მიიწვია. ამ დროისთვის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში კიდევ ორი დინამოელი, მეკარე - ნუკრი რევიშვილი და საყრდენი - ბაქარ ქარდავა განიხილებიან. საქართველოს ნაკრები 6 ნოემბერს შეიკრიბება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024