სპორტულმა გამოცემა ლელომ, ეროვნული ლიგის ოცდამეთორმეტე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამო თბილისიდან სამი ფეხბურთელი - ცენტრალური მცველი - ლაშა თოთაძე (6), ნახევარმცველი - ბაქარ ქარდავა (2) და შემტევი აკაკი შულაია (3) შეიყვანა. საჩხერის ჩიხურასთან 3:1 მოგებულ შეხვედრაში ვიცე კაპიტანმა საფირმო საჯარიმოთი ჩემპიონატში მეშვიდე გოლი გაიტანა, ქარდავამ სტაბილურად მაღალ დონეზე იასპარეზა და პაექრობაშიც ანგარიშიც შორეული ძლიერი დარტყმით გახსნა, ხოლო შულაიამ მატჩში მესამე გოლი ზუსტი და ტექნიკური თამაშის შედეგად გაიტანა.