ოქროს ლიგის 17 წლამდელთა გათამაშებაში დინამოელებმა მეთორმეტე მატჩი ჩაატარეს. გოჩა ჩიქოვანის გუნდმა თბილისური დერბი სათავისოდ დაასრულა და ლოკომოტივს 1:0 აჯობა. გამარჯვების გოლი ლოკომოტივის კარში გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანა. დინამოელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერებთან შედარებით სამით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული. ჩვენი გუნდის გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 34/11.
U17 დინამო 1:0 ლოკომოტივი
U17 დინამო: მამარდაშვილი, ჭავჭანიძე, კალანდაძე, წაქაძე, მელიქიშვილი, მექვაბიშვილი, ბასარია, გოგობერიშვილი (კიკნაძე 72), მოისწრაფიშვილი (ლომთაძე 69), ჩარკვიანი (გაბედავა 79), ხარშილაძე (ჯანგველაძე 62)