8- დან 14 ნოემბრის ჩათვლით 19 წლამდე საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევ ციკლს ითამაშებს, რომელიც ბოსნიაში ჩატარდება. ჯგუფში მასპინძელისა და ჯვაროსნების გარდა ასევე საფრანგეთი და ანდორა იასპარეზებენ. გიორგი ყიფიანმა საქართველოს ნაკრებში დინამო თბილისის 9 ფეხბურთელს უხმო. დემეტრე ბულისკერია, ლევან ხარაბაძე, ბექა დარცმელია, ნიკოლოზ ნინუა, გიორგი კუცია, ბექა ქავთარაძე, ზურაბ დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და მიხეილ ერგემლიძე თანაგუნდელებთან ერთად შეეცდებიან შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვებას.