დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართა პირველი ლიგის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა. უჩა სოსიაშვილის გუნდმა ხარაგაულის ჩხერიმელას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 6:0 დაამარცხა მეტოქე.
უპირატესობას თავიდანვე ჩვენი გუნდი დაეუფლა და თამაშის ბოლომდე დინამოს მატჩის სადავეები აღარ გაუშვია ხელიდან. აღსანიშნავია, რომ გუნდის კაპიტანმა- ბიძინა მახარობლიძემ და თბილისელთა ცენტრფორვარდმა- ბუდუ ზივზივაძემ შეხვედრაში სამ-სამი გოლი გაიტანეს.
დინამო-2 6:0 ჩხერიმელა
გოლები: მახარობლიძე 13’ 65’ 82’ ზივზივაძე 42’ 64’ 76’
დინამო-2: მიგინეიშვილი, ს. გურეშიძე (ციცხვაია 71), რეხვიაშვილი, თათხაშვილი, შერგელაშვილი, კვეკვესკირი, ფალავანდიშვილი (სამხარაძე 65), ჯიშკარიანი (წილოსანი 77), მახარობლიძე, ვოლკოვი (ქაჯაია 54), ზივზივაძე
ჩხერიმელა: ლომსაძე, მეტრეველი, ბაბუნაშვილი, ჯიმშელეიშვილი, თურმანიძე, ჩაჩიბაია, კოპალიანი, ქარსელაძე, წულაია, კიკნაძე, ხარაბაძე