• Geo
  • Eng
01.11.2023
19 წლამდე დინამო წინ მიიწევს

დღეს 19 წლამდე ოქროს ლიგის ზედა ჯგუფის 23-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა დინამო ბათუმს უმასპინძლა. შეხვდრა დედაქალაქელებმა ვახო სალიას გოლით 1-0 მოიგეს.

გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე ვალერი გაგუას გუნდმა, რომელიც საქართველოს ჩემპიონობისთვის საბურთალოსთან ერთად მარათონშია ჩაბმული - 58 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობს. მომდევნო მატჩი სწორედ ამ გუნდებს შორის 8 ნოემბერს, ბენდელას სტადიონზე გაიმართება.

 

დინამო თბილისი 1-0 დინამო ბათუმი

 

დინამო თბილისი: საური, გრიგალავა, მეფარიშვილი, გობეშია, ახალკაცი, ფრიდინიშვილი, ბერელიძე, წულაია, ფეიქრიშვილი, შეროზია, სალია

სათადარიგო სკამი: ღაღვაშვილი, სადღობელაშვილი, გვასალია, ცეცხლაძე გ, მაშავა, ბუბუტეიშვილი, ნაჭყებია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024