• Geo
  • Eng
01.09.2023
15 წლამდე დინამო იტალიაშია

დღეს იტალიურ ნავრაში სტარტი აიღო Youth Cup 2023-ის გათამაშებამ 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის.

 

დინამოელები ტურნირზე D ჯგუფში ტორინოსთან, მონცასთან და დერტონასთან ერთად იმყოფებიან. დღეს ზურა ელიავას გუნდმა ორი შეხვედრა გამართა. პირველ მატჩში დედაქალაქელები მონცას 1-1 დაუზავდნენ. გოლი ალბერტ მადოიანის ანგარიშზეა. მეორე შეხვედრაში დინამომ ტორინოს საბა ხარებაშვილის და ანდრია ეკუტიძე-ბართიშვილის გოლებით 2-0 აჯობა. დერტონასთან და პლეი ოფის მატჩები ხვალ ჩატარდება.

 

ტურნირში დინამოს გარდა ასევე მონაწილეობას იღებენ - ინტერი, ეინდჰოვენი, ლიონი, იუვენტუსი, მილანი, ჯენოა, ატალანტა, კომო და ლეჩე.

 

აქვე გაგაცნობთ დინამოელთა შემადგენლობას: გიორგი ლომიძე, საბა ხარებაშვილი, შოთა დიაკონიძე, ნიკა სილაკაძე, ლუკა ჯაბუა, საბა ხოფერია, კობა კაკაშვილი, გიორგი გონგაძე, ავთო გიორგაძე, დაჩი ჩოჩოშვილი, ნიკა ადუაშვილი, ალიკა გეთიაშვილი, ნიკა ბენდელიანი, გიორგი კვიჟინაძე, მათე შათირიშვილი, ნიკა გოლავა, საბა კვირკველია, ანდრია ეკუტიძე-ბართიშვილი და ალბერტ მადოიანი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024