ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე დინამოელებმა დღეს დილით, მესამე შეხვედრა ჩაატარეს. ჩვენი გუნდის მეტოქე ლვოვის კარპატი გახლდათ. დინამოელებმა თავიდანვე შემტევი ფეხბურთი ითამაშეს და საბოლოოდ 3:1 აჯობეს მეტოქეს. პირველ ტაიმში ორი გოლი ხარშილაძემ გაიტანა, მეორე ნახევარში გუნდებმა თითო ზუსტი დარტყმა გაცვალეს. ხარაბაძემ შეაგდო მესამე გოლი და საბოლოოდ მატჩი 3:1 დასრულდა. დღეს საღამოს ბეშიქთაში პარტიზანს დაუპირისპირდება და გადაწყდება საბოლოოდ, რომელი ადგილისთვის იბრძოლებენ დინამოელები ხვალინდელ შეხვედრაში.
დინამო U-14: ბულისკერია, გაბელაია, ბასარია, ხარშილაძე, ხარაბაძე, დარცმელია, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, ხარშილაძე, დავითაშვილი, ჯიჭონაია
მოედანზე შევიდნენ: გოგილაშვილი, მამფორია, გულდედავა, მოისწრაფიშვილი