• Geo
  • Eng
22.10.2024
დინამო-2 თასის მეოთხედფინალში დამარცხდა

დღეს დინამო არენაზე დავით ყიფიანის სახელობის, საქართველოს თასის მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო 2-მა გაგრას უმასპინძლა.

მატჩი, თუ საწყის წუთებს არ ჩავთვილთ გაგრას უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 0-3 დასრულდა. დებიუტში ვალერი გაგუას გუნდს ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა თბილისელებმა შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს. 32-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში. 54-ე წუთზე დინამოელთა მეკარის და დაცვის ხაზის შეუთამაშებელობით ნოდარ ქავთარაძემ ისარგებლა და მეორე გოლი გაიტანა. შეხვედრის ბოლოს კი გოგა გოლოლაძემ საფინალო ანგარიში დააფიქსირა 0-3.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024