ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტური დინამოსა და ხობის კოლხეთის დაპირისპირებით გაიხსნა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით და საინტერესოდ წარიმართა. ანგარიში სტუმრებმა ნახევარი საათის თავზე ანატოლი მესიაჩენკოს გოლით გახსნეს. დინამოელებს თამაშის მანძილზე რამდენჯერმე შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა, მატჩის ბოლოსკენ გოლიც გაიტანეს, თუმცა თამაშგარის გამო შედეგიანი დარტყმა არ ჩაითვალა და საბოლოოდ სტუმრებმა მინიმალური ანგარიშთ მოიგეს.
ვალერი გაგუას გუნდი სატურნირო ცხრილში 42 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი ჩვენი დუბლები 28 ოქტომბერს ლოკომოტივთან გამართავენ.
მატჩის ოქმი