• Geo
  • Eng
17.01.2018
გავრილ კაჩალინი

107 წლის წინ დინამო თბილისის ისტორიაში გამორჩეული მწვრთნელი – გავრილ კაჩალინი დაიბადა. სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ– ს და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ჩვენ გუნდს 1964–1965 და 1971–1972 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი მოღვაწეობის პერიოდში დინამომ პირველად მოახერხა დაუფლებოდა სსრკ– ს ჩემპიონატის ოქროს მედლებს. 1964 წელს მოიპოვა სსრკ– ს პირველობის ოქრო. ორჯერ 1971 და 1972 წლებში მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. გავრილ კაჩალინი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც სამ მსოფლიო ჩემპიონატზე უხელმძღვანელა სსრკ– ს ნაკრებს (1958, 1962 და 1970). არის 1956 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი და 1960 წლის ევროპის პირველობის გამარჯვებული. გავრილ კაჩალინი 1995 წლის 23 მაისს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024