საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თურქეთში შეკრებაზე იმყოფებოდა. გია ცეცაძის გუნდი აზერბაიჯანის 21 წლამდე ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 დაცილდა. ნაკრების შემადგენლობაში სამმა დინამოელმა- გიორგი კუციამ, აკაკი შულაიამ და დავით კობოურმა ითამაშეს. დასრულებული მატჩის შემდეგ ისინი შეკრებაზე მყოფ დინამოს შემოუერთდნენ.
საქართველოს 17 წლამდე ნაკრები მინსკში მიმდინარე განვითარების თასზე იმყოფება და უკვე ორი შეხვედრის გამართვაც მოასწრო. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა ყაზახეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს, ხოლო მოლდოვა სამი უპასუხო გოლით დაჯაბნეს. გია ნემსაძემ ამ შეხვედრებში დინამოელთაგან ხარშილაძე, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, კვარაცხელია, იაკობიძე, კალანდაძე, ბაქრაძე და ჭავჭანიძე ათამაშა.