დღეს დინამო თბილისი ზამთრის შეკრების გასამართად თურქეთის ქალაქ სიდეში გაემგზავრა. თბილისელები სასტუმრო KAMELYA HOTEL- ში დაბინავდნენ. გუნდი დაისვენებს და საღამოს მსუბუქად ივარჯიშებს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე მთელი დღეა ძლიერად წვიმს. დინამოელები 26 იანვრიდან ტესტ-მატჩებშიც ჩაერთვებიან. დედაქალაქელებს თურქეთში შეუერთდებიან დავით კობოური, აკაკი შულაია და გიორგი კუცია. ისინი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე არიან გამოძახებულნი. დინამოელები შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ: დემეტრე ბულისკერია, ოთო გოშაძე, გიორგი მამარდაშვილი, ლაშა თოთაძე, ფირუზ გაბიტაშვილი, ბექა ხარშილაძე, ლაშა უგრეხელიძე, თორნიკე ძოწენიძე, გიორგი ხარშილაძე, ბაქარ ქარდავა, ნიკა ნინუა, ბექა დარცმელია, ოთარ კიტეიშვილი, ლაშა ქოჩლაძე, ლევან ხარაბაძე, მიხეილ ერგემლიძე, გიორგი ივანიშვილი, თამაზ ბაბუნაძე, თემურ გაბუნია, პაატა კიტეიშვილი, ბუდუ ზივზივაძე და დმიტრო ივანისენია.