ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი მასპინძელ- ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ნაკრებთან ჩაატარა და ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა. გიორგი ყიფიანმა შეხვედრაში 5 დინამოელი- ხარაბაძე, ნინუა, კუცია, დარცმელია და ქავთარაძე ათამაშა. შეხვედრის ბოლოს კი შეცვლაზე დავითაშვილი და კვარაცხელია შეიყვანა. მეორე ნახევრის შუაში არბიტრმა მოედნიდან გიორგი კუცია გააძევა. 11 ნოემბერს ჯვაროსნები ანდორას შეხვდებიან.