10 და 14 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს გამართავს, რომელშიც ფინეთის და ლიტვის ნაკრებებს უმასპინძლებს. გია გეგუჩაძეს ნაკრებში დინამო თბილისიდან 5 ფეხბურთელი- აკაკი შულაია, დავით კობოური, გიორგი ზარია, ოთარ კიტეიშვილი და ბექა მიქელთაძე ჰყავს მიწვეული, თუმცა გიორგი ზარია ტრავმის გამო გამოაკლდება მოახლოებულ შესარჩევ მატჩებს. დღეს საღამოს კი ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზას ფინეთის ახალგაზრდული ნაკრები ეწვია და მოახლოებული მატჩის წინ ვარჯიში გამართა.