სპორტულმა გამოცემა ლელომ, ეროვნული ლიგის ოცდამეცამეტე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამო თბილისიდან ორი ფეხბურთელი - მარჯვენა მცველი - ლევან გეგეჭკორი (3), და ფორვარდი ბექა მიქელთაძე (8) შეიყვანა. ბათუმის დინამოსთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში გეგეჭკორმა ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში და შემდეგ საგოლე კომბინაციაში შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში. მიქელთაძემ კი მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და დინამოს ფორმით პირველი ჰეთ თრიქიც შეასრულა.