15 წლამდე დინამოელებმა ოქროს ლიგაში სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაატარეს და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვეს. მეთხუთმეტე ტურის მატჩში ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდებმა მთავარ კონკურენტს- საბურთალოს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 4:0 დაჯაბნეს მეტოქე. თამაში, როგორც სავარაუდო იყო საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. პირველ ტაიმში ორივე გუნდმა შექმნა სახიფათო მომენტი, თუმცა ხშირი იყო დამასრულებელ ფაზაში დაშვებული უზუსტობები. დინამოელებმა რამდენიმე საგოლე მომენტიდან მოახერხეს ერთის გამოყენება და მორჩილაძემ ტექნიკური დარტყმით გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში მასპინძლებმა მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და საბურთალოს კარში კიდევ სამი გოლი გავიდა. ერაძემ 2:0 გახადა ანგარიში. მესამე გოლი სტუმრებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს, ხოლო საბოლოო ანგარიში ქოჩაკიძემ დააფიქსირა. ამ მოგებით თბილისელებმა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნეს და უშუალო კონკურენტს ორი ქულით გადაასწრეს (გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 60/13).
U15 დინამო 4:0 საბურთალო
U15 დინამო: ხარშილაძე, ხეცურიანი, ერაძე, მაისურაძე, ბექაური, ოსიყმაშვილი, აზაროვი (ჯინჯოლავა 8), აბუაშვილი (შაშიაშვილი 68), ზურაბიანი (იაკობიძე 55), კონიაშვილი (ქოჩაკიძე 64), მორჩილაძე, ხორავა (მაისურაძე 68)