• Geo
  • Eng
21.09.2017
17 წლამდელებმა ზესტაფონი 4:0 დაამარცხეს

დინამოს 17 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგაში მეექვსე მატჩი ჩაატარა. თბილისელები ზესტაფონს ესტუმრნენ და საკლუბო მოსამზადებელი ბაზის მოედანზე ადგილობრივ ზესტაფონს დაუპირისპირდნენ, რომელიც სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე დინამო ჭავჭანიძის გოლით დაწინაურდა. თბილისელებმა უპირატესობა პირველი ტაიმის ბოლოს აზაროვის დუბლით განიმტკიცეს. მეორე ნახევარში ლომთაძემ ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა და როგორც შემდეგ გაირკვა მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ამრიგად დინამომ 4:0 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლა. თბილისელებს მეტოქეებთან შედარებით სამით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული. 1 ოქტომბერს ვასილ გეგუჩაძის გუნდი სამტრედიას შეხვდება.

 

U17 ზესტაფონი 0:4 დინამო

U17 დინამო: მამარდაშვილი, ბასარია, ჭავჭანიძე, კალანდაძე, გაბიტაშვილი, მოისწრაფიშვილი, ჩარკვიანი, გოგობერიშვილი, იაკობიძე, ლომთაძე, აზაროვი

შეცვლაზე შევიდნენ: მელიქიშვილი, წაქაძე, ბაჯელიძე, ფარულავა, თუდები

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024