• Geo
  • Eng
28.01.2018
ჩვენი მეტოქე - სანდეცია

დინამო თბილისი მომავალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. სიდეში მყოფი თბილისელები 29 იანვარს მეორე ტესტ მატჩს პოლონეთის ექსტრაკლასას სანდეციასთან ჩაატარებენ. მატჩი სიდეში თბილისის დროით 16.00 საათზე დაიწყება. სანდეცია ნოვი სონჩი 1910 წელს დაარსდა. კლუბი საშინაო შეხვედრებს 3000- იან ვლადისლავ აუგუსტინეკის (ადგილობრივი კათოლიკე მღვდელი და სანდეციას გულშემატკივარი) სახელობის სტადიონზე ატარებს. სანდეციას საკლუბო ფერები თეთრსა და შავშია გადაწყვეტილი. ნოვი სონჩის კლუბი მრავალი წლის მანძილზე, როგორც სპორტული კლუბი ისე ფუნქციონირებდა და ფეხბურთის გარდა ფრენბურთის, ხელბურთის, კალათბურთის, ჰოკეის, კრივის, მაგიდის ჩოგბურთისა და სათხილამურო სექციებს აერთიანებდა. მიუხედავად საუკუნეზე მეტი ხნის ასაკისა, სანდეციას საუკეთესო შედეგად 2016/2017 წლების სეზონში პოლონეთის პირველ ლიგაში გამარჯვება და ექსტრაკლასაში აღზევება ითვლება. გუნდი, რომელსაც ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი რადოსლავ მროჩკოვსკი წვრთნის, პოლონეთის მიმდინარე პირველობაზე 21 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მე- 14 ადგილს იკავებს. მიმდინარე შეკრებაზე სანდეციამ ორი ამხანაგური მატჩი გამართა და ორივე ფრედ დაასრულა- რუმინულ პოლიტეხნიკასთან 0:0 და უკრაინულ მარიუპოლთან 1:1.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024