ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა მეორე მატჩი ჯგუფის აუტსაიდერ ანდორასთან ჩაატარა და ისევ ბოლო წუთებზე გაშვებული გოლის გამო ვერ მიაღწია წარმატებას. შეხვედრა 1:1 დასრულდა, გოლი კი ანდორას კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ნიკა ნინუამ გაიტანა. ნინუას გარდა გიორგი ყიფიანმა დინამოს შემადგენლობიდან შესარჩევ შეხვედრაში ხარაბაძე, დარცმელია, დავითაშვილი, კვარაცხელია და ქავთარაძე ათამაშა. 14 ნოემბერს ჯგუფის ბოლო შეხვედრას ჭაბუკი ჯვაროსნები საფრანგეთის ნაკრებთან ჩაატარებს.