• Geo
  • Eng
01.02.2018
მზადების მეათე დღე

თბილისელები განაგრძობენ მზადებას მომავალი სეზონისთვის. დღეს კახი კაჭარავამ გუნდი ორჯერ ავარჯიშა. დილის წვრთნა ფიზიკური დატვირთვებით აღინიშნა, საღამოს კი მეტი დრო ტაქტიკურ ვარჯიშებს დაეთმო. გუნდს სინჯებზე წარმოშობით კამერუნელი, ბელარუსის მოქალაქე ტერენტი ლუცევიჩი შეუერთდა. 26 წლის მცველი ბოლოს მინსკში ასპარეზობდა, მანამდე კი ტორპედო ჟოდინოს, დინამო მინსკის და გომელის ღირსებას იცავდა. ასევე ბელარუსის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდიოდა. სინჯებზე მყოფმა სერბმა ნიკოლა მარიანოვიჩმა გუნდი დატოვა. ხვალ დინამოელები თბილისის დროით 17.00 საათზე მესამე ამხანაგურ მატჩს პოლტავის ვორსლასთან ჩაატარებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024