• Geo
  • Eng
28.11.2017
19 წლამდე დინამო საქართველოს ჩემპიონია

დღეს ავაზას სტადიონზე 19 წლამდელთა ოქროს ლიგის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ცხინვალმა დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩი ვლადიმერ კაკაშვილის გუნდისთვის მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებდა, დინამო 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში ვადაზე ადრე იფორმებდა საქართველოს ჩემპიონის ტიტულს. შეხვედრა დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ფსიქოლოგიურმა წნეხმაც თავისი ქნა და პირველ ტაიმში სტუმრებმა ვერ შეძლეს მასპინძელთა კარის აღება. მეორე ნახევარში დინამომ უმატა შეტევებს და 66- ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. გოლი ლევან ხარაბაძემ გაიტანა. მანვე 83- ე წუთზე კიდევ ერთხელ აიღო ცხინვალის კარი (აღსანიშნავია, რომ ხარაბაძემ ბოლო ორ ტურში 7 გოლი გაიტანა) და საფინალო შედეგიც დააფიქსირა. დინამომ ამ მოგებით 33 ქულა დააგროვა, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე უშუალო კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც დაიბრუნა. ამასთან ერთად ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა უეფას ახალგაზრდული ლიგის საგზურიც მოიპოვა.

 

U19 ცხინვალი 0:2 დინამო

U19 დინამო: ბულისკერია, გაბელაია (ბასარია 46), ბ. ხარშილაძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, ძოწენიძე, კვარაცხელია, დარცმელია, ხარაბაძე, ერგემლიძე (კაკულია 62), კიტეიშვილი

გოლი: 0:1 ხარაბაძე 66’  0:2 ხარაბაძე 83’

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024