• Geo
  • Eng
26.11.2017
მეშვიდე ადგილი ატეიტის თასზე

დასრულდა ლიტვაში მიმდინარე ატეიტის თასის გათამაშება 10 წლამდე გუნდებს შორის, რომლის გამარჯვებულიც ფინური ჰიკი გახდა. დინამოელებმა ტურნირზე, რომელშიც 40 გუნდი მონაწილეობდა, საბოლოოდ მეშვიდე ადგილი დაიკავეს. ზურა ელიავას გუნდი მეშვიდე ადგილისთვის ვილნიუსს ეთამაშა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. გოლები ანდრია აბაშიძემ და დაჩი გოგოლმა გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ დინამოელებმა ჯგუფში ოთხივე შეხვედრა გოლგაუშვებლად მოიგეს - 5:0 კალინინგრადთან, 2:0 ვასალუნდთან, 4:0 ვიიმსისთან და 6:0 გრანიტასსთან. მეოთხედფინალში დინამო ტუკუმსთან 1:3 დამარცხდა, მეხუთე ადგილისთვის პაექრობაში კი 0:1 მეტტასთან.

ტურნირზე დინამოს ლურჯ-თეთრ ფერებს დავით ღვარძელაშვილი, ალექსანდრე ჭოლოკავა, ლუკა პაპასკირი, სპარტაკ სტეფლიანი, გიორგი გვასალია, ლუკა წულაია, ვასიკო ჭიღლაძე, ლაშა ხუციშვილი, კობა კაკაშვილი, ვახტანგ სალია, საბა კაკულია, გიორგი ბაშარული, ანდრია აბაშიძე, თეიმურაზ ბარნოვი, ნიკოლოზ გვაზავა და დაჩი გოგოლი იცავდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024