• Geo
  • Eng
26.11.2017
დინამო ტორპედოსთან დამარცხდა

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა. შეხვედრა, რომელმაც საქართველოს 29- ე ჩემპიონატის გამარჯვებულის ბედი უნდა გადაწყვიტა. ქართული დერბი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, თუმცა მატჩის სპეციფიკიდან გამომდინარე ძირითდი ორთაბრძოლები მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. ლევან კუტალიამ და აკაკი შუალიამ გაცვალეს სახიფათო დარტყმები, რომელსაც შედეგი არ მოყოლია. 38- ე წუთზე თორნიკე კაპანაძის თავური, ბოლო წამს სერგი ლიტოვჩენკომ მოიგერია. მომდევნო შეტევაში კი ლევან კუტალიას დარტყმა გახდა ლიტოვჩენკოს ნადავლი. პირველი ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ტაიმი გუნდებმა ნელ ტემპში განაახლეს, თუმცა ტერიტორიული უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს. მატჩის 59- ე წუთზე მასპინძლებმა სახიფათო კონტრშეტევა წამოიწყეს, ოთარ კიტეიშვილი ცდილობდა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად თამაშ, მაგრამ მისი დარტყმული აცდა როინ კვასხვაძის კარს. 66- ე წუთზე ტორპედო გადაურჩა გაშვებულ გოლს. შეტევის მარჯვენა ფრთიდან აკაკი შულაიას ჩაწოდებულს დასწრებაზე ბექა მიქელთაძე გამოეხმაურა, მისი დარტყმული სულ მცირედით აცდა კარს. ტამის შუაწელში დინამოელებმა გაათანაბრეს თამაში და ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვეს. 74- ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს ანგარიში, გოლი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა. დინამოელებმა მასირებულ შეტევებს უმატეს და რამდენიმე სახიფათო, თუმცა უშედეგო მომენტი შექმნეს ტორპედოს კართან. ბოლო ხუთი წუთი კი დრამატულად წარიმართა. როინ კვასხვაძემ ბექა მიქელთაძის სახიათო დარტყმული ფეხით მოიგერია, ორიოდე წუთში კი სტუმართა კარში მიკოლა კოვტალიუკის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა, ბურთი კი ქუთაისელთა კიპერმა მოიგერია და შეხვედრაც დასრულდა. დინამომ 29- ე ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა.

 

დინამო  0:1  ტორპედო

 

გოლი: 0:1 კაპანაძე 74’

გაფრთხილება: გურული 20’  ქავთარაძე 27’  გიგაური 51’  ფალავანდიშვილი 83’  ქიმაძე 92’

გაძევება: ტუღუში 97’

 

დინამო: ლიტოვჩენკო, გეგეჭკორი, სალუქვაძე, გადრანი, კობოური, კუცია (კოვტალიუკი 87), კიტეიშვილი, ქოჩლაძე (დავითაშვილი 70), შულაია, მიქელთაძე, ქავთარაძე

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, კაპანაძე, კუხიანიძე, ფალავანდიშვილი (მამასახლისი 85), გურული, კუტალია, დოლიძე (კორობკა 74), ქიმაძე, გიგაური (ტუღუში 63)

 

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024