შაბათს 18 ნოემბერს, ეროვნული ლიგის ოცდამეთოთხმეტე ტურში დინამო თბილისი ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდება. მატჩი ბათუმში, რაგბი არენაზე 14.00 საათზე დაიწყება.
ამ გუნდების დაპირისპირება ეროვნულ ასპარეზზე 9 შეხვედრას ითვლის. შვიდი მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ორი კი ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დედაქალაქელთა სასარგებლოდაა - 23/4.
საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 2014/2015 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ. 14 მარტს ქობულეთში შემდგარი შეხვედრა ასევე დინამოელთა გამარჯვებით მორჩა. მატჩის ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა. მომდევნო სეზონში დინამომ ორივე შეხვედრაში აჯობა ქობულეთელ ვიზავის. 2015 წლის 12 დეკემბერს ჩელე არენაზე გამართულ ორთაბრძოლაში დინამომ ერთის წილ სამი გოლი გაუტანა მასპინძლებს. გოლები გიორგი ქვილითაიამ, გიორგი გურულმა და ჯაბა ჯიღაურმა ჩაიწერეს აქტივში. 22 მაისს კი, პირველობის ბოლო ტურში თბილისელებმა ვახო ჭანტურიშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს მეტოქე. დინამო ზღვისპირელებს 2016 წლის 11 სექტემბერს შეხვდა და ფრედ 1:1 დაცილდა მეტოქეს. გოლი ქობულეთელთა კარში ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა. 6 ნოემბერს ქობულეთში ზაზა ჭელიძემ გაიტანა და და დინამომ 1:0 მოიგო. მიმდინარე პირველობის პირველ წრეში გუნდები დინამო არენაზე წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ და დინამომ დიდი ანგარიშით 5:0 დაჯაბნა სტუმრები. ბაჩანა არაბულმა ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი გიორგი პაპუნაშვილმა და საბა ლობჟანიძემ გაიტანეს ზღვისპირელთა კარში. მეორე წრის მატჩში ჩელე არენაზე ასევე 5 გოლი გავიდა. ამჯერად დინამომ 4:1 იმარჯვა. არაბულმა, ლობჟანიძემ და კუციამ გაუტანეს ქობულეთელებს. ჩაჩუამ კი ავტოგოლი ჩაიწერა თავის ანგარიშზე. მესამე წრის შეხვედრა დინამო არენაზე 9 სექტემბერს შედგა და მატჩის ბოლო წუთზე ენვერ ლილუაშვილის გატანილი გოლით ფრედ 1:1 დასრულდა.