• Geo
  • Eng
17.11.2017
პატარა დინამოელების წარმატებული სტარტი

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირ - ატეიტის თასზე დინამოს 11 წლამდე შემადგენლობამ, ჯგუფური ტურნირის მატჩები გამართა და ორივე შეხვედრაში შესანიშნავ სტილში იმარჯვა. რევაზ გვარაკიძის გუნდმა მინსკის საფეხბურთო სკოლა 4:0 დაჯაბნა, ხოლო ბალტიის საფეხბურთო აკადემიას 4:2 მოუგო. გოლები პირველ შეხვედრაში შაშიაშვილმა, ჩიკვილაძემ, თურქიამ და ბუბუტეიშვილმა გაიტანეს, ხოლო მეორე მატჩში თავის გამოჩენა შაშიაშვილმა (2), ჩიკვილაძემ და ბუბუტეიშილმა მოახერხეს. დინამოელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და დღეს საღამოს ტურნირის მერვედფინალში მეტტა რიგას დაუპირისპირდებიან.

რევაზ გვარაკიძემ თავის გამოჩენის საშუალება სრულ შემადგენლობას მისცა: ალექსანდრე თურქია, ლუკა ბუბუტეიშვილი, ლაზარე ნათენაძე, ნიკოლოზ ბენდიანიშვილი, ალექსანდრე ფეიქრიშვილი, მათე საური, ლაშა პატარკაციშვილი, მიხეილ საჯაია, ლუკა შაშიაშვილი, ლუკა ჩიკვილაძე, დიმიტრი ბაგიშვილი, ლუკა ხელაშვილი, ნოდარ ვარსიმაშვილი, ირაკლი ბერძენიშვილი, ანდრია კერესელიძე, რატი გრიგალავა, დავით ქელდიშვილი და დავით ხორავა.

U11 დინამო თბილისი 4:0 მინსკის საფეხბურთო სკოლა

U11 დინამო თბილისი 4:2 ბალტიის საფეხბურთო აკადემია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024