დინამო თბილისი 11- დან 26 თებერვლის ჩათვლით თურქეთის ქალაქ ბელეკში მეორე შეკრებას გაივლის. დედაქალაქელები ამ პერიოდის მანძილზე 4 სპარინგ შეხვედრასაც ჩაატარებენ. ჩვენი გუნდი 13 თებერვალს ნეფტეხიმიკს შეხვდება, 17 თებერვალს სოლიგორსკის შახტიორს, 22 თებერვალს ყარაგანდის შახტიორს და 25 თებერვალს შიმკენტის ორდაბასს. ამის შემდეგ თბილისელები სამშობლოში დაბრუნდებიან და 4 მარტს ეროვნული ლიგის პირველ ტურში რუსთავსს უმასპინძლებენ.