• Geo
  • Eng
19.11.2017
ჭაბუკების ორმაგი გამარჯვება ოქროს ლიგაში

15 წლამდე დინამოელები ერთი ხელის გაწვდენაზე არიან ოქროს მედლებთან. ოქროს ლიგის ბოლოსწინა ტურის მატჩი თბილისელებმა გაგრასთან გამართეს და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს მეტოქე. გოლი კონიაშვილის ანგარიშზეა. გამარჯვების შემდეგ თბილისელებმა 45 ქულა დააგროვეს და ბურთების ბალანსით 63/13 სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. დინამო მეორეადგილოსან საბურთალოს ორი ქულით უსწრებს. პირველობის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი. დინამოელები 24 ნოემბერს გორის დილას მიიღებენ.

დინამო თბილისის 17 წლამდე გუნდმა ოქროს ლიგაში მე- 16 შეხვედრა ჩაატარა და ჩემპიონობისკენ სავალ გზაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. გოჩა ჩიქოვანის გუნდმა ზუგდიდურ სფფ- ს აკადემიას უმასპინძლა და 6:1 დაჯაბნა მეტოქე. ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ მატჩი მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. გოლები ზუგდიდელთა კარში ჯანგველაძემ, მოისწრაფიშვილმა და ხარშილაძემ გაიტანეს. სამივე ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა. დინამოელებმა ამ გამარჯვებით 39 ქულა დააგროვეს, ბურთების ბალანსით 45/18 გათამაშების ცხრილში ორ ქულამდე მიუახლოვდნენ პირველადგილოსან ზესტაფონს, რომელთანაც ოქროს ლიგის ბოლო ტურში ექნება გადამწყვეტი პაექრობა. შემდეგ მატჩს კი ჩიქოვანის შეგირდები 23 ნოემბერს ქობულეთში შუქურასთან გამართავენ, ხოლო 27 ნოემბერს ზემოთხსენებულ ზესტაფონტან მატჩი გველის.

 

 

U15 გაგრა 0:1 დინამო

 U15 დინამო: ხარშილაძე, ხეცურიანი, ხორავა, ერაძე, ბექაური (ჯინჯოლავა 65), ოსიყმაშვილი, აბუაშვილი, ზურაბიანი (იაკობიძე 53), ქოჩაკიძე (მაისურაძე 45) მორჩილაძე, კონიაშვილი

 

U17 დინამო 6:1 სფფ აკადემია ზუგდიდი

U17 დინამო: მამარდაშვილი, ჭავჭანიძე (გულხადარაშვილი 63), კალანდაძე, ბასარია (თუდები 60), მელიქიშვილი, ლომთაძე, გოგობერიშვილი (კიკნაძე 55), მოისწრაფიშვილი (გაბედავა 60), ჯანგველაძე (ბაჯელაძე 55), ჩარკვიანი, ხარშილაძე

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024