ვილნიუსში მიმდინარე საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე ატეიტის თასი 2017, დინამოს 11 წლამდე შემადგენლობამ მეოთხედფინალური და მეხუთე ადგილისთვის მატჩები ჩაატარა. დინამოელებმა იუვენტუსთან საკმაოდ საინტერესო პაექრობაში 0:2 დათმეს. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, იტალიელებმა კი ზუსტად გამოიყენეს შექმნილი საგოლე შანსები. თბილისელებსაც მართებდათ გოლის გატანა, თუმცა ბოლო მომენტში სიზუსტე აკლდათ ჩვენს შემტევებს. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ იუვენტუსი ფინალში გავიდა და ხვალ შვეიცარიულ ლუგანოსთან გაარკვევს საუკეთესოს წოდებას. თბილისელები მცირე ფინალებზე გადაერთნენ და ამჯერად დორტმუნდის ბორუსიასთან მოუწიათ საქმის გარკვევა. შეხვედრა გერმანელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგეს, რევაზ გვარაკიძის შეგირდები კი ხვალ მცირე ფინალში, მეშვიდე ადგილისთვის ფინურ ჰიკ- ს შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ტურნირში 48 გუნდი მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა მოზარდებმა ჯგუფის შეხვედრებში 4:0 მინსკის საფეხბურთო სკოლა დაჯაბნეს და 4:2 ბალტიის საფეხბურთო აკადემიას მოუგეს. მერვედფინალში კი დინამომ მეტტა რიგა პენალტების სერიაში დაამარცხა.
U11 დინამო თბილისი 0:2 იუვენტუსი
U11 დინამო თბილისი 0:1 ბორუსია დორტმუნდი