• Geo
  • Eng
18.11.2017
დინამომ ბათუმში იმარჯვა

დღეს ბათუმში ეროვნული ლიგის 34- ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ქობულეთის შუქურამ დინამო თბილისს უმასპინძლა. დებიუტში მესამე წუთზე აკაკი შულაიამ გაისროლა კარისკენ, დარტყმა ოდნავ უზუსტო გამოდგა. ცოტახანშ კი ლაშა ქოჩლაძეს რეალური მომენტი შეექმნა მეტოქის საჯარიმოში, ჩვენი გუნდის ნახევარმცველს დარტყმა არ გამოუვიდა. ასევე აღსანიშნავია შეხვედრის მეოცე წუთზე ბექა მიქელთაძის დარტყმა შორეულ კუთხეში, ბურთი მეკარემ უკუაგდო. 37- ე წუთზე აკაკი შულაის სახიფათო დარტყმას, ბექა ქავთარაძე ამატებდა და კვლავ უზუსტობა. საერთოდ ტაიმმა მთლიანად სტუმართა გუნდის უპირატესობით ჩაიარა. მეორე ნახევარი დინამომ ცვლილებით განაახლა, გიორგი კუციას ნაცვლად მოედანზე ზუკა დავითაშვილი შევიდა, ცოტახანში კი ბექა ქავთარაძე ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა. მანმდე ქობულეთელთა სახიფათო შეტევაა აღსანიშნავი, ჩაგელიშვილის დარტყმული სერგი ლიტოვჩენკომ მოიგერია. 74- ე წუთზე ჯერ ზუკა დავითაშვილის მომენტი მოიგერია მელნიჩენკომ, დამატებაზე კვარაცხელიას დარტყმული ბურთი კი ძელს მოხვდა. 4 წუთში დინამოელთა მასირებულმა შეტევებმა საბოლოო შედეგი გამოიღო, ხვიჩა კვარაცხელიამ ზუსტი დარტყმით დინამოს ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა და დედაქალაქელები დააწინაურა. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და დინამომ საჩემპიონო გზაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი საბურთალოსთან 22 ნოემბერს ჩაატარებს.

 

შუქურა  0:1  დინამო

 

გოლი: 0:1 კვარაცხელია 78’ 

გაფრთხილება: კუცია 21’  ართმელაძე 44’  გურული 66’  კვარაცხელია 78’

 

შუქურა: მელნიჩენკო, კალანდაძე (ართმელაძე 22), გოგიტიძე, ჩაჩუა, კახელიშვილი, ჯეფერსონი, კლიმიაშვილი, მარსელინიუ, გურული, შალამბერიძე, ჩაგელიშვილი (მალაზონია 84)

დინამო: ლიტოვჩენკო, გეგეჭკორი, სალუქვაძე, თოთაძე, კობოური, კუცია (დავითაშვილი 46), კიტეიშვილი, ქოჩლაძე, შულაია, მიქელთაძე, ქავთარაძე (კვარაცხელია 57)

 

მსაჯი: პ. მაჭარაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024