• Geo
  • Eng
17.11.2017
დინამო ატეიტის თასის მეოთხედფინალში იუვენტუსს შეხვდება

ვილნიუსში მიმდინარე საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე ატეიტის თასი 2017, დინამოს 11 წლამდე შემადგენლობამ მერვედფინალური შეხვედრა გამართა, რომელშიც ლატვიურ მეტტა რიგას დაუპირისპირდა. მატჩი საინტერესოდ და ბოლომდე გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ბალტიელებმა დებიუტშივე გახსნეს ანგარიში, თბილისელებმა კი ტაიმის შუაში ლუკა ჩიკვილაძის გოლით გაქვითეს რიგელთა უპირატესობა. მეორე ნახევარში რევაზ გვარაკიძის გუნდი უფრო გააქტიურდა და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა, თუმცა ტაბლოზე აღარაფერი შეცვლილა და მატჩის შემდგომი თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. პენალტები დინამოელებმა უფრო ზუსტად შეასრულეს და ¼ ფინალის საგზურიც მოიპოვეს, სადაც ტურინის იუვენტუსს ხვალ თბილისის დროით 17.00 საათზე დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა მოზარდებმა ჯგუფის შეხვედრებში 4:0 მინსკის საფეხბურთო სკოლა დაჯაბნეს და 4:2 ბალტიის საფეხბურთო აკადემიას მოუგეს.

 

U11 დინამო თბილისი 1:1 (6:5 პენ) მეტტა რიგა

 

U11 დინამო: საური, გრიგალავა, ქელდიშვილი, ფეიქრიშვილი, შაშიაშვილი, ნათენაძე, პატარკაციშვილი, ბენდიანიშვილი, ჩიკვილაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024