შაბათს 22 ნოემბერს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის ბოლოს წინა, 35- ე ტურის შეხვედრას გამართავს. დინამოელები დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე საბურთალოს დაუპირისპირდებიან. მატჩი 14.00 საათზე დაიწყება.
22 ნოემბერს დინამოს თავის ისტორიაში 7 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 5 მოგება თბილისელებს დარჩათ, ხოლო ორჯერ მეტოქემ გვაჯობა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 15/5 დინამოს სასარგებლოდ.
1980 წელს მინსკში ადგილობრივი დინამოსა და თბილისელთა დუელი ბელორუსთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლი შენგელიას ანგარიშზეა.
საქართველოს ჩემპიონატში თბილისელებმა 22 ნოემბერს ოთხ შეხვედრაში გაიტანეს 3-3 გოლი და ოთხივეჯერ ფეხბურთელებმა დუბლი შეასრულეს. 1991 წელს გამარჯვება სამტრედიასთან ანგარიშით 3:0. ყაველაშვილის დუბლი და რევიშვილის გოლი. 1989 წელს წყალტუბოში დავამარცხეთ სამგურალი იმავე ანგარიშით. მუჯირის გოლს აშვეთიამ მიამატა დუბლი. 2003 წელს ბოლნისში თამაში სიონთან და გამარჯვება 3:1. ახალაიამ გაიტანა ორი გოლი ბოლნისელთა კარში, ერთი გოლი კი გოგობერიშვილის ანგარიშზეა. ხუთი წლის შემდეგ თბილისელებმა გაგრას აჯობეს სამი უპასუხო ბურთით. მერებაშვილის დუბლს ერთი გოლი ვაწაძემ მიამატა. 2009 წელს რუსთავის ოლიმპა აჯობა დინამოს 1:0. 2014 წელს კი თბილისელებმა ზუგდიდს აჯობეს 2:1. გოლები გიორგი პაპუნაშვილმა და ჩისკო მუნიოსმა გაიტანეს.