დასრულდა 14 წლამდე ფეხბურთელთა შორის რეგიონთა თასის გათამაშება, რომლის ფინალსაც ლაგოდეხში მდებარე სფფ- ს ტექნიკურმა ცენტრმა უმასპინძლა. წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული თბილისის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში სამეგრელოს ნაკრებს 3:1 აჯობა. გადამწყვეტი შეხვედრის ჩასატარებლად დედაქალაქელთა ნაკრებში ჩვენი გუნდის 8 ფეხბურთელი- ნიკა შურღაია, დავით გოგოტიშვილი, საბა ხვადაგიანი, გიორგი ქავთარაძე, გიორგი სალუქვაძე, ლუკა გაგნიძე, გიორგი ჩხეტიანი და ნიკა სიხარულაშვილი მიიწვიეს.