დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგის გათამაშებაში მეათე შეხვედრა გამართა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ვიტალი დარასელიას სახელობი აკადემიის მოედანზე თბილისური დერბი შედგა, რომელიც გიორგი კაკულიას მეათე წუთზე გატანილი გოლით დინამომ მოიგო. ტიტულის მაძიებელი კონკურენტების შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. გოლის გატანის რამდენიმე შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა თავისი მომენტი კაკულიამ გამოიყენა და დინამო 27 ქულით სატურნირო ცხრილში დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ დინამოს კონკურენტ ლოკომოტივთან და საბურთალოსთან შედარებით 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 22 ნოემბერს ქობულეთში, შუქურასთან ჩაატარებს.
U19 დინამო 1:0 ლოკომოტივი
U19 დინამო: ბულისკერია, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, ძოწენიძე, კაკულია (გ. ხარშილაძე 66), დარცმელია, იაკობიძე, ერგემლიძე (ბასარია 86), კიტეიშვილი (გოგობერიშვილი 81)