• Geo
  • Eng
19.11.2017
ატეიტის თასზე ჰიკიც დავამარცხეთ

დინამოს 11 წლამდე შემადგენლობამ, რომელიც ვილნიუსში ატეიტის თასზე იმყოფება, დღეს ბოლო შეხვედრა ჩაატარა. ჩვენი მოზარდები ფინურ ჰიკს შეხვდნენ. საინტერესო და დაძაბული შეხვედრის ძირითადი დრო ფრდ 2:2 დასრულდა. ალექსანდრე ფეიქრიშვილმა დუბლი შეასრულა. ისიც აღსანიშნავია, რომ მეორე გოლი დინამოელებმა შეხვედრის ბოლოს გაიტანეს და მატჩი პენალტების სერიაში გადაიყვანეს. თერთმეტმეტრიანები რევაზ გვარაკიძის გუნდმა მეტოქეზე უკეთ შეასრულა (მეორედ ამ ტურნირზე) და ჰიკი საბოლოო ჯამში 5:3 დაამარცხა. გოლები ალექსანდრე ფეიქრიშვილმა, ლუკა ბუბუტეიშვილმა და ანდრია კერესელიძემ გაიტანეს. სკანდინავებმა ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხეს, მათი მეორე მცდელობა კი ჩვენი გუნდის კიპერმა ლუკა ხელაშვილმა მოიგერია. ამრიგად თბილისელებმა ტურნირი, რომელშიც 48 გუნდი მონაწილეობდა, მეშვიდე ადგილზე დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ დინამომ ჯგუფში ორივე შეხვედრა მოიგო. 4:0 მინსკის საფეხბურთო სკოლასთან და 4:2 ბალტიის საფეხბურთო აკადემიასთან. მერვედფინალში რევაზ გვარაკიძის შეგირდება მეტტა რიგა თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხეს, მეოთხედფინალში ჩვენი გუნდი ტურინის იუვენტუსთან 0:2 დამარცხდა (იტალიელებმა ოქროს მედლები მოიპოვეს), ხოლო მეხუთე ადგილისთვის მატჩი დორტმუნდის ბორუსიამ მინიმალური სხვაობით 1:0 მოგვიგო. დღეს დინამოელები სამშობლოში დაბრუნდებიან, ხოლო 24 ნოემბრიდან ატეიტის თასზე ჩვენი გუნდის 10 წლამდე შემადგენლობა გამოვა.

 

U11 დინამო თბილისი 2:2 (3:1 პენ) ჰიკი ჰელსინკი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024