• Geo
  • Eng
16.02.2018
19 წლამდე დინამო შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა

დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობა მოახლოებული სეზონისთვის ემზადება. დედაქალაქელები 16 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით თურქულ ბელეკში გაივლიან შეკრებას. გუნდი სასტუმრო Papillon Ayscha Hotel- ში დაბინავდა. ვლადიმერ კაკაშვილმა შეკრებაზე 18 ფეხბურთელი - ლუკა ხარშილაძე, ლუკა კუტალაძე, ბექა ხარშილაძე, არჩილ ბასარია, ნიკა გაბელაია, ლაშა უგრეხელიძე, სანდრო კალანდაძე, თორნიკე ძოწენიძე, ლუკა ბერიაშვილი, გიგა გულდედავა, პაატა კიტეიშვილი, გიორგი ხარშილაძე, გიორგი კაკულია, გიორგი გოგობერიშვილი, თემურ გაბუნია, ანრი მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი და გიორგი მოისწრაფიშვილი იახლა.

დინამოელები შეკრებაზე 4 საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებენ. 23 თებერვალს თბილისელები უკრაინულ დესნას შეხვდებიან, ხოლო 27 თებერვალს ბელგრადის ბროდარაცს დაუპირისპირდებიან. 19 და 25 თებერვალს ჩასატარებელი სპარინგების მეტოქეები უახლოეს მომავალში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ 19 წლამდე დინამო დასრულებული ეროვნული პირველობის გამარჯვებულია და შემოდგომაზე ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე იასპარეზებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024