კახი კაჭარავამ გუნდი დღესაც ორჯერადი ვარჯიშებით დატვირთა. დილით სახალისო სახის ფიზ. დატვირთვა, საღამოს ტაქტიკურმა წვრთნამ შეცვალა. გუნდს სინჯებზე უკრაინელი თავდამსხმელი მაქსიმ მარუსიჩი შეუერთდა, რომელიც მანამამდე ვორსკლაში, კარპატიში და ლიტვურ იონავაში გამოდიოდა. ასევე უთამაშია უკრაინის 16 და 21 წლამდელთა ნაკრებში. შეკრება კი სერგეი პეტკომ და იაროსლავ ბოგუნოვმა დატოვეს.