• Geo
  • Eng
23.11.2017
10 წლამდე დინამო ატეიტის თასზე გაემგზავრა

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გრძელდება საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ატეიტის თასი 2017, რომელიც 11 ასაკობრივ ჯგუფად (U6 – U16 ჩათვლით) ტარდება. ტურნირში უკვე მიიღო მონაწილეობა ჩვენი აკადემიის 11 წლამდე კრებულმა, რომელმაც 48 მონაწილეს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითია და არაერთ მოასპარეზეს შორის ევროპული ფეხბურთის ისეთი ცნობილი გუნდებიც იღებენ მონაწილეობას როგორიცაა: იუვენტუსი, ლივერპული, დორტმუნდის ბორუსია, იაგელონია, კიევის, მინსკის და რიგის დინამოები. ზურაბ ელიავას გუნდი 24 ნოემბერს H ჯგუფში (სულ 8 ჯგუფია და 46 მონაწილე) შვედურ ვასალუნდს, ესტონურ ვიიმსის, ლიტვურ გრანიტასს და კალინინგრადის საფეხბურთო სკოლას დაუპირისპირდება. 25 ნოემბერს პლეი ოფის მატჩები გაიმართება, ხოლო 26- ში კი ფინალური შეხვედრები შედგება.

ზურაბ ელიავა ლიტვაში 16 ფეხბურთელს იახლებს. დინამოს ლურჯ-თეთრ ფერებს დავით ღვარძელაშვილი, ალექსანდრე ჭოლოკავა, ლუკა პაპასკირი, სპარტაკ სტეფლიანი, გიორგი გვასალია, ლუკა წულაია, ვასიკო ჭიღლაძე, ლაშა ხუციშვილი, კობა კაკაშვილი, ვახტანგ სალია, საბა კაკულია, გიორგი ბაშარული, ანდრია აბაშიძე, თეიმურაზ ბარნოვი, ნიკოლოზ გვაზავა და დაჩი გოგოლი დაიცავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024