• Geo
  • Eng
22.11.2017
15 წლამდე დინამო საქართველოს ჩემპიონია

დინამო თბილისის 15 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგის გათამაშება წარმატებით დაასრულა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბოლო ტურის შეხვედრაში თბილისელებმა გორის დილას უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს მეტოქე. გოლები გორელთა კარში კონიაშვილმა და მორჩილაძემ გაიტანეს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა ოქროს ლიგა გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 65/13, 18 ჩატარებული მატჩიდან მოპოვებული 16 გამარჯვებით და დაგროვილი 48 ქულით მოიგო. დინამოელებმა 2 ქულით ჩამოიტოვეს საბურთალო და მესამე ადგილზე გასულ ზუგდიდს 14 ქულით აჯობეს.

U15 დინამო 2:0 დილა

U15 დინამო: ხარშილაძე, ხეცურიანი (იაკობიძე 67), ხორავა (სამადაშვილი 67), ერაძე, ბექაური (მაისურაძე 55), ოსიყმაშვილი, აბუაშვილი, ზურაბიანი, ჯინჯოლავა (შაშიაშვილი 62), მორჩილაძე (ბოჭორიშვილი 66), კონიაშვილი (ქოჩაკიძე 58)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024