დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგის გათამაშებაში მეთერთმეტე შეხვედრა გამართა, მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონის ტიტულს ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდა. დინამოელებმა მატჩი ქობულეთში, ადგილობრივ შუქურასთან ჩაატარეს, კოლოსალური უპირატესობა კი გატანილ გოლებში ასახეს. თბილისელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში შვიდი გოლი გაუტანეს მასპინძლებს. ხარაბაძემ თავის აქტივში 5 გოლი ჩაიწერა, დუბლი ერგემლიძემ შეასრულა, თითო გოლი გოგობერიშვილის და იაკობიძის ანგარიშზეა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა 30 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი გაიმყარა და მომოავალ შეხვედრაში ცხინვალის წინააღმდეგ გამარჯვების შემთხვევაში საქართელოს ჩემპიონის ტიტულს დაიბრუნებს. აღსანიშნავია, რომ დინამოელებს უახლოეს კონკურენტთან შედარებით ერთით ნაკლები თამაში აქვთ გამართული.
U19 შუქურა 0:9 დინამო
U19 დინამო: ბულისკერია, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, უგრეხელიძე (ბასარია 53), გაბიტაშვილი, ძოწენიძე, კაკულია (გოგობერიშვილი 36), დარცმელია (იაკობიძე 61), ხარაბაძე, ერგემლიძე, კიტეიშვილი