• Geo
  • Eng
07.10.2017
მიქელთაძის დუბლი ახალგაზრდულ დანიასთან

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მეორე მატჩი დანიის ახალგაზრდულ ნაკრებთან სტუმრად ჩაატარა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 5:2 დასრულდა. ახალგაზრდა ჯვაროსნებმა ორივე გოლი მატჩის ბოლოსკენ გაიტანეს. თავი შეხვედრაში 69- ე წუთს შეცვლაზე შემოსულმა დინამოელმა ბექა მიქელთაძემ გამოიჩინა და დუბლი გაიფორმა. ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა აკაკი შულაიამ შეხვედრა სასტარტოში დაიწყო. გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო მატჩს 10 ოქტომბერს სტუმრად, ფარერებთან გამართავს.  

შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ვიტ ჯორჯიასთან ისპარინგა. ვასილ მაისურაძის გუნდმა 1:4 დათმო ტესტ მატჩი. ამ შეხვედრაში დინამოს რიგებიდან ლუკა სილაგაძემ ითამაშა, რომელიც მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024