• Geo
  • Eng
19.02.2018
19 წლამდელების სპარინგი ყაზახეთის ახალგაზრდულთან

დინამოს 19 წლამდე შემადგენლობა განაგრძობს თურქულ შეკრებას. დღეს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელშიც ყაზახეთის 21 წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ნახევარში დინამოელები ფლობდნენ უპირატესობას და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს მეტოქის კართან. თაზო ბაბუნაძე, პაატა კიტეიშვილი და გიორგი ხარშილაძე ამწვავებდნენ თამაშს, თუმცა ბოლო მომენტში სიზუსტე აკლდებოდათ ჩვენი გუნდის შემტევებს. მეორე ნახევარი ვლადიმერ კაკაშვილმა ცვლილებებით განაახლა. სათამაშო უპირატესობა კი მეტწილად მეტოქემ მოიპოვა. ყაზახებმა ორი სახიფათო შეტევაც განახორციელეს, თუმცა ჩვენი გუნდის კიპერმა ორივე შემთხვევაში იმარჯვა. მატჩის 89- ე წუთზე კი ყაზახებმა საჯარიმო დარტყმა შეასრულეს, ბურთს ბოლო წამს მეტოქემ მიმართულება შეუცვალა და 0:1. დინამოელები მომდევნო მატჩს 23 თებერვალს უკრაინული დესნას წინააღმდეგ გამართავენ.

 

U19 დინამო 0:1 U21 ყაზახეთი

U19 დინამო: მამარდაშვილი (ლ. ხარშილაძე 60), ბ. ხარშილაძე (ა. ბასარია 46), უგრეხელიძე (კალანდაძე 46), გაბიტაშვილი (აზაროვი 46), ნ. ბასარია (გაბელაია), ძოწენიძე (ბერიაშვილი 46), დარცმელია (მექვაბიშვილი 46), პ. კიტეიშვილი (მოისწრაფიშვილი 46), გ. ხარშილაძე (გულდედავა 46), გოგობერიშვილი, ბაბუნაძე (გაბუნია 46)

U21 ყაზახეთი: ტროფიმეცი, კიბირაი, ბატირხანოვი, ორინბასარი, გალბაევი, ჟახაევი, სლამბეკოვი, ჟაგოროვი, ნაჯარიანი, სეითხანოვი, სმირტაევი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024