• Geo
  • Eng
24.11.2017
წარმატებული სტარტი ატეიტის თასზე

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გრძელდება საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ატეიტის თასი 2017, რომელიც ამჯერად 10 წლამდე გუნდებს შორის ტარდება. დღეს ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის 2 მატჩი უკვე ჩაატარა და ორივეში ისე იმარჯვა, რომ გოლი არ გაუშვია. ზურა ელიავას კრებულმა სადებიუტო შეხვედრაში კალინინგრადის საფეხბურთო სკოლა 5:0 დაჯაბნა, მეორე მატჩში კი შვედურ ვასალუნდს 2:0 მოუგო და ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება. რუსულ გუნდთან დუბლი თეიმურაზ ბარნოვმა მიითვალა, თითო გოლი კი კობა კაკაშვილმა, ანდრია აბაშიძემ და ნიკა გვაზავამ გაიტანეს. შვედებთან კი თავი კობა კაკაშვილმა და დაჩი გოგოლმა გამოიჩინეს. ჯგუფში დარჩენილ 2 შეხვედრას დინამოელები მოგვიანებით გამართავენ. ჩვენი გუნდის მესამე მეტოქე ესტონური ვიიმსი იქნება, ხოლო ჯგუფის ბოლო მატჩს მასპინძელ გრანიტასთან გავმართავთ.

დინამოს ლურჯ-თეთრ ფერებს დავით ღვარძელაშვილი, ალექსანდრე ჭოლოკავა, ლუკა პაპასკირი, სპარტაკ სტეფლიანი, გიორგი გვასალია, ლუკა წულაია, ვასიკო ჭიღლაძე, ლაშა ხუციშვილი, კობა კაკაშვილი, ვახტანგ სალია, საბა კაკულია, გიორგი ბაშარული, ანდრია აბაშიძე, თეიმურაზ ბარნოვი, ნიკოლოზ გვაზავა და დაჩი გოგოლი იცავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024