• Geo
  • Eng
23.11.2017
დინამოელები 15 და 16 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 15 და 16 წლამდე ნაკრებები 27 და 29 ნოემბერს სომხეთის ნაკრებებს შეხვდებიან. მატჩებს ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემია უმასპინძლებს, მანამდე კი გუნდები შეკრებას სფფ- ს ტექნიკურ ცენტრში გაივლიან. გიორგი ჩიტაურმა ნაკრებში 8 დინამოელი მიიწვია. ნიკა შურღაია, დავით გოგოტიშვილი, საბა ხვადაგიანი, გიორგი ქავთარაძე, ლუკა გაგნიძე, გიორგი ჩხეტიანი, ზაურ სიჭინავა და ნიკა სიხარულაშვილი ნაკრების სხვა წევრებთან ერთად მოემზადებიან სომხეთთან სათამაშოდ. ზვიად ჯელაძემ კი 16 წლამდე ნაკრებში 6 დინამოელს უხმო. ესენია: ლუკა ხარშილაძე, ნიკოლოზ ლურსმანაშვილი, ზურაბ ერაძე, ლუკა ხორავა, გიორგი აბუაშვილი და თორნიკე მორჩილაძე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024