გოჩა ჩიქოვანის გუნდმა ქობულეთში ოქროს ლიგის მე- 17 მატჩი გამართა და ადგილობრივი შუქურა 3:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით დინამოს 17 წლამდელებმა სატურნირო ცხრილში 42 ქულა დააგროვეს და პირველადგილოსან ზესტაფონთან ბოლო ტურის წინ ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს. გადამწყვეტი შეხვედრა დინამოს აკადემიის მოედანზე 27 ნოემბერს შედგება და 15.00 საათზე დაიწყება. დღევანდელი მატჩი კი თბილისელთათვის არასახარბიელოდ დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ დინამოელები 0:1 მარცხდებოდნენ. ჩვენმა გუნდმა სიტუაცია სასიკეთოდ მეორე ტაიმში შეცვალა, აქტიურობასაც უმატა და მოისწრაფიშვილის, იაკობიძისა და ჩარკვიანის გოლებით საბოლოოს 3:1 იმარჯვა.
U17 შუქურა 1:3 დინამო
U17 დინამო: მამარდაშვილი, ჭავჭანიძე, კალანდაძე, ბასარია, მელიქიშვილი, ლომთაძე, გოგობერიშვილი, მოისწრაფიშვილი, ჯანგველაძე, იაკობიძე, გ. ხარშილაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ჩარკვიანი, კიკნაძე, ბაჯელიძე, თუდები, გულდედავა