• Geo
  • Eng
12.10.2017
19 წლამდელებმა საბურთალოს აჯობეს

დინამოს 19 წლამდე გუნდმა ოქროს ლიგაში მეხუთე მატჩი ჩაატარა და მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა უშუალო კონკურენტი- საბურთალო მიიღო და საკამაოდ საინტერესო პაექრობაში 2:1 აჯობა მეტოქეს. პირველმა ტაიმმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა. დინამოელებმა რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს სტუმრებს, მაგრამ კიტეიშვილის, ერგემლიძისა და აზაროვის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. სამაგიეროდ მატჩის მეორე ნახევარი უფრო აქტიურად საბურთალომ დაიწყო და მალე გოლიც გაიტანა, რამაც დინამოელები გამოაფხიზლა და შეხვედრა სანახაობრივად გაგრძელდა. 64- ე წუთზე მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება მოიპოვეს, დარტყმა დარცმელიამ ითავა და სტატუს ქვოც აღადგინა. ლურჯ-თეთრებმა უმატეს შეტევებს და ხუთიოდე წუთში კაკულიამ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ჩვენს გუნდს 5 ტურის შემდეგ 15 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. დინამოელები პირველადგილოსან საბურთალოს ერთი ქულით ჩამორჩებიან და მათზე 2 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. მომდევნო შეხვედრა ჩვენი გუნდი 16 ოქტომბერს ჩაატარებს, რომელშიც სამტრედიას მიიღებს.

 

U19 დინამო 2:1 საბურთალო

U19 დინამო: ბულისკერია, გაბელაია, ხარშილაძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, დარცმელია, კაკულია (ჩარკვიანი 90), კიტეიშვილი (მოისწრაფიშვილი 73), მექვაბიშვილი, აზაროვი (ძოწენიძე 87), ერგემლიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024