• Geo
  • Eng
25.11.2017
დინამოელები ატეიტის თასზე

ლიტვაში მიმდინარე ატეიტის თასის გათამაშების დღევანდელი დღე დინამოელთათვის წარუმატებელი გამოდგა. ზურა ელიავას გუნდი მეოთხედფინალში ლატვიურ ტუკუმს შეხვდა და 1:3 დამარცხდა. პირველმა ტაიმმა მთლიანად თბილისელთა უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ დინამოელებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. სამაგიეროდ ტაიმის ბოლოს ლატვიელებმა შედეგიანად გამოიყენეს ჩამოწოდებული კუთხური. მეორე ნახევრის დებიუტში გიორგი გვასალიამ აღადგინა წონასწორობა, მაგრამ დარჩენილ დროში ბალტიელებმა გამოასწორეს თამაში და კიდევ ორი გოლი გაუტანეს ჩვენს გუნდს. დინამო მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო, სადაც ლატვიურ მეტტასთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ხვალ ჩვენი გუნდი მე- 7 ადგილისთვის ვილნიუსს შეხვდება. დინამოს ლურჯ-თეთრ ფერებს დავით ღვარძელაშვილი, ალექსანდრე ჭოლოკავა, ლუკა პაპასკირი, სპარტაკ სტეფლიანი, გიორგი გვასალია, ლუკა წულაია, ვასიკო ჭიღლაძე, ლაშა ხუციშვილი, კობა კაკაშვილი, ვახტანგ სალია, საბა კაკულია, გიორგი ბაშარული, ანდრია აბაშიძე, თეიმურაზ ბარნოვი, ნიკოლოზ გვაზავა და დაჩი გოგოლი იცავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024